
ზელენსკი: ვხედავთ მზარდ ალიანსს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, საქმე აღარ ეხება მხოლოდ იარაღის გადაცემას
14/10/2024 06:12:02 მსოფლიო
"ვხედავთ მზარდ ალიანსს რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა. აქ უკვე საქმე აღარ ეხება მხოლოდ იარაღის გადაცემას, რეალურად საუბარია ჩრდილოეთ კორეიდან ხალხის საოკუპაციო სამხედრო ძალებში გადაყვანაზე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში უკრაინის ურთიერთობა პარტნიორებთან კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.
"ცხადია, რომ ასეთ პირობებში ჩვენი ურთიერთობები პარტნიორებთან განვითარებას საჭიროებს. ფრონტს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის უფრო შორს მანძილზე მოქმედ იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემაზე და ჩვენი ძალებისთვის უფრო გადამწყვეტ მომარაგებაზე, ეს არ არის უბრალოდ სამხედრო საშუალებების ჩამონათვალი. ეს უკავშირდება აგრესორზე ზეწოლის გაძლიერებას, რომელიც რუსეთისთვის უფრო მძიმე იქნება, ვიდრე მათ გაძლება შეუძლიათ და ეს ეხება უფრო დიდი ომის თავიდან აცილებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა, „ვაშინგტონ პოსტზე“ დაყრდნობით განაცხადეს, რომ უკრაინაში უკვე იბრძვიან ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები.