Accentnews.ge
აშშ ისრაელში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა THAAD-ს განათავსებს

აშშ ისრაელში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა THAAD-ს განათავსებს

14/10/2024 06:29:44 მსოფლიო

პენტაგონმა ისრაელში THAAD-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების შესახებ გამოაცხადა.

როგორც პენტაგონის პრეს-სპიკერმა პეტ რაიდერმა განმარტა, ჯო ბაიდენის ბრძანებით, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა დაამტკიცა THAAD-ის ბატარეის ისრაელში განთავსება, ისრაელის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ირანის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ.

პენტაგონმა აღნიშნა, რომ THAAD-ის ბატარეა შეავსებს ისრაელის ინტეგრირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას.

"ეს ქმედებები ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას, დაიცვას ისრაელი და ისრაელში მცხოვრები ამერიკელები ირანის შემდგომი ბალისტიკური რაკეტების თავდასხმისგან," - ნათქვამია განცხადებაში.

პენტაგონმა გადაწყვეტილებას უწოდა "უფრო ფართო ცვლილებების ნაწილი, რომელიც აშშ-ს არმიამ ბოლო თვეებში მიიღო ისრაელის თავდაცვის გასაძლიერებლად და ამერიკელების დასაცავად ირანისა და ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმებისგან."

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატები THAAD-ის ბატარეას რეგიონში გაგზავნის.

გასულ წელს, 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელი ჯარისკაცების დასაცავად THAAD ბატარეის ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის ბრძანება გასცა.

1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S