თბილისის მერია „ვაკის პარკის“ რეაბილიტაციაზე 10 მლნ ლარს დახარჯავს
06/02/2020 08:01:22 საზოგადოება
თბილისის მერია „ვაკის პარკის“ რეაბილიტაციაზე 10 მლნ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ვიცე– მერმა მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იგეგმება „ვაკის პარკის“ კასკადის შეცვლა და განახლება, მოეწყობა წყლის რეზერვუარიც, გარემო კი ადაპტირდება შშმ პირებისთვისაც.


