
უკრაინის დაზვერვა: რუსეთის სამხედრო აეროდრომზე Tu-134 განადგურდა
14/10/2024 07:16:20 მსოფლიო
რუსეთის სამხედრო აეროდრომ „ორენბურგ-2“ - ზე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Tu-134 განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება.
„2024 წლის 12-13 ოქტომბრის ღამეს რუსეთში დაიწვა აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების 117-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკის „ტუ-134“ ტიპის თვითმფრინავი. დამანგრეველი ხანძარი გაჩნდა რუსეთის სამხედრო აეროდრომ „ორენბურგ-2“-ზე, სადაც „ტუ-134 იყო განთავსებული“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
უკრაინის დაზვერვა განმარტავს, რომ ასეთი ტიპის საბჭოთა თვითმფრინავები გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მმართველი პირების ტრანსპორტირებისთვის.