Accentnews.ge
ანექსირებულ ყირიმში, ნავთობის საცავში გაჩენილმა ხანძარმა რვა ავზი გაანადგურა

ანექსირებულ ყირიმში, ნავთობის საცავში გაჩენილმა ხანძარმა რვა ავზი გაანადგურა

14/10/2024 08:16:49 მსოფლიო

ანექსირებული ყირიმის უდიდეს ნავთობბაზაზე ხანძარმა, რომლის ჩაქრობა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა, რვა ავზი გაანადგურა, კიდევ ოთხი დაზიანდა, იუწყება უკრაინული OSINT პროექტი CyberBoroshno.

„ხანძარმა 12 ტანკი დააზარალა. მთლიანად დანგრეული - 8. ასევე დაიწვა შენობა-ნაგებობები ტერიტორიაზე“, - წერენ ანალიტიკოსები "ტელეგრამის" არხში. მათ ასევე გამოაქვეყნეს ბაზის სატელიტური სურათი, რომელიც აჩვენებს, რომ ბაზის მხოლოდ მესამედს არ მიუღია მნიშვნელოვანი დაზიანება.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე ფეოდოსიაში ნავთობის საცავზე მიიტანეს მიერიში. შედეგად გაჩნდა ხანძარი. არის ცნობები, რომ თავდასხმა განხორციელდა ამერიკული ATACMS რაკეტებით. ქალაქის რუსულმა ხელისუფლებამ შემოიღო მუნიციპალური ხასიათის ტექნოგენური საგანგებო მდგომარეობა, დააწესა შეზღუდვები.

რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარმა მოიცვა 3000 მ² ფართობი. ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა ზონიდან. ფეოდოსიის რუსეთის მიერ დანიშნულმა მერმა იგორ ტკაჩენკომ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ევაკუირებულმა მოსახლეობამ სახლებში დაბრუნება დაიწყო.

2019 წელს ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ საზღვაო ნავთობის ტერმინალი აუქციონზე 651 მილიონ რუბლად გაყიდა. მყიდველი იყო რუსული Firma Gunas, რომელიც დაკავშირებულია მეწარმე ვიქტორ ხმარინთან, რომელიც თავის მხრივ, დაახლოებულია პუტინთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S