Accentnews.ge
NATO-მ ბირთვული წვრთნები დაიწყო

NATO-მ ბირთვული წვრთნები დაიწყო

14/10/2024 08:22:24 მსოფლიო

დღეს NATO-მ ყოველწლიური ბირთვული წვრთნები სახელწოდებით "Steadfast Noon" დაიწყო. მანევრები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

წვრთნებში ჩართულია ალიანსის წევრი სახელმწიფოების 2000 სამხედრო და სხვადასხვა ტიპის 60-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორის რეაქტიული თვითმფრინავები ბირთვული ქობინებით, ბომბდამშენები და თანმხლები გამანადგურებლები.

წვრთნები ძირითადად, ჩატარდება ბელგიის და ნიდერლანდის საჰაერო სივრცეში. ასევე, დანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთის ზღვის თავზე.

წვრთნების დაწყების წინ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ "Steadfast Noon" მკაფიო სიგნალია ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის, რომ NATO ყველა მოკავშირეს დაიცავს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S