
47 დღის განმავლობაში პირველად, რუსეთს უკრაინაზე შეტევისას "შაჰედები" არ გამოუყენებია
14/10/2024 09:20:50 მსოფლიო
წუხელ, ბოლო 47 დღის განმავლობაში პირველად, რუსეთს უკრაინისთვის "კამიკაძე" დრონების "შაჰედების" საშუალებით არ შეუტევია, წერს RBC-Ukraine მონიტორინგის არხებზე დაყრდნობით.
როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ბოლოს მსგავსი ფაქტი 29 აგვისტოს დაფიქსირდა.
გასულ კვირას, BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროებმა უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ 10 ოქტომბრის ღამეს უკრაინული დრონები კრასნოდარის ქალაქ იეისკში "შაჰედების" საწყობს დაესხნენ თავს.
რუსული მხარე ამ თავდასხმების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.