14-10-2024 15:18:38 პოლიტიკა ,ციტატა
„დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივო კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ”, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანა ლიურმანის განცხადებასთან დაკავშირებით.
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის განაცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა „ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას“.