Accentnews.ge
"სხვა გზა არ გვაქვს" - ბელგოროდის გუბერნატორმა ადგილობრივებს დაბომბვის შემდეგ სახლების დამოუკიდებლად აღდგენისკენ მოუწოდა

"სხვა გზა არ გვაქვს" - ბელგოროდის გუბერნატორმა ადგილობრივებს დაბომბვის შემდეგ სახლების დამოუკიდებლად აღდგენისკენ მოუწოდა

14/10/2024 12:26:52 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის რაიონში არ არის საკმარისი მუშახელი უკრაინიდან დაბომბვის შემდეგ საცხოვრებელი შენობების აღსადგენად, ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად უნდა განახორციელოს საჭირო რემონტი, თქვა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.

„ჩვენ უნდა შევკრიბოთ გუნდები ადგილობრივებისგან. მათ უკვე ესმით, რა არის დაბომბვა და სწორად იქცევიან. <…> მხოლოდ საკუთარ ხალხს შეუძლია ამის გაკეთება. <...> ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა გლადკოვმა 14 ოქტომბერს გამართულ ოპერატიულ შეხვედრაზე.

ამავდროულად, გლადკოვმა დაავალა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ როდესაც საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებენ, „პერსონალური დამცავი აღჭურვილობით“ უზრუნველყონ.

მანამდე გლადკოვმა მოითხოვა, რომ რეგიონის საზღვრისპირა ტერიტორიების მაცხოვრებლებს დაურიგონ ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, რათა მათ თავად შეძლონ ხანძრის ჩაქრობა დრონებით თავდასხმის შემდეგ. მისი განმარტებით, საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც დაბომბვის საფრთხის გამო სასწრაფო დახმარების სამსახურები დასახლებულ პუნქტში ვერ მოხვდებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S