ბერლინმა დაადასტურა, რომ ბაიდენი მიმდინარე კვირაში ეწვევა გერმანიას

14-10-2024 18:51:59 ევროპა ,მსოფლიო

გერმანიის მთავრობის სპიკერმა ვოლფგანგ ბიუხნერმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვირის ბოლოს ეწვევა გერმანიას. ამის შესახებ N-tv იუწყება.

გერმანიის მთავრობა მჭიდრო კონსულტაციებს მართავს აშშ-ის მთავრობასთან ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით, განაცხადა სპიკერმა. მას სხვა დეტანები არ გაუმჟღავნებია.

გასული კვირის ბოლოს დაგეგმილი იყო სახელმწიფო ვიზიტი , მაგრამ ბაიდენმა ის გააუქმა შეერთებულ შტატებში სტიქიის გამო. შედეგად, უკრაინის მხარდამჭერი სამიტი ამერიკულ ავიაბაზაზე "რამშტეინშიც" გადაიდო.

მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენი ხუთშაბათს გეგმავს გერმანიაში ჩასვლას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები