Accentnews.ge
„რუსეთისთვის ყველაზე ცუდი სცენარი“ -  საუდის არაბეთის პრინცმა უარი თქვა BRICS-ის სამიტზე წასვლაზე და დაიმუქრა ნავთობის ფასის $50-მდე დაწევით

„რუსეთისთვის ყველაზე ცუდი სცენარი“ - საუდის არაბეთის პრინცმა უარი თქვა BRICS-ის სამიტზე წასვლაზე და დაიმუქრა ნავთობის ფასის $50-მდე დაწევით

14/10/2024 15:18:36 მსოფლიო

საუდის არაბეთის ტახტის ფაქტობრივი მფლობელი, მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი არ დაესწრება BRICS-ის სამიტს, რომელიც 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სექტემბერში განაცხადა, რომ კრემლს სურს, იხილოს ბინ სალმანი სამიტზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ უწოდა "ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენა" რუსეთის ისტორიაში. თუმცა ერ-რიადმა უარით უპასუხა. "საუდის არაბეთი გამოგზავნის საგარეო საქმეთა მინისტრს", - თქვა უშაკოვმა გასულ კვირას სამიტის მომზადების კომენტირებისას. უშაკოვმა არ დააკონკრეტა პრინცის გადაწყვეტილების მიზეზი, ზოგადად თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები ზეწოლას ახდენენ რუსეთის „პარტნიორებზე“ და საფრთხეს უქმნიან ყაზანში გამგზავრების შემთხვევაში.

საუდის არაბეთი, რომელიც არ შეუერთდა სანქციებს, ომის დაწყების შემდეგ დარჩა კრემლის მთავარ მოკავშირედ ნავთობის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წლის შემოდგომაზე დაარწმუნა საუდის არაბეთი, გაეზარდათ წარმოება რუსული რესურსების ჩასანაცვლებლად, ბინ სალმანი დარჩა პუტინთან ალიანსის ერთგული და, პირიქით, შეამცირა მიწოდება დღეში 2 მილიონი ბარელით. მიზანი იყო ბარელზე ფასების 100 დოლართან ახლოს შენარჩუნება.

მაგრამ ორი წლის შემდეგ ერ-რიადში განწყობა შეიცვალა. სამეფო შეშფოთებულია ბაზარზე საკუთარი წილის შემცირებით და აპირებს, გადავიდეს წარმოების გაზრდის პოლიტიკაზე, მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს დაბალი ფასების დიდხანს გაძლებას, განუცხადეს Financial Times-ს სექტემბრის ბოლოს ვითარებაში გაცნობილმა წყაროებმა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ OPEC+-ის ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ ყაზახეთი და ერაყი, არ ასრულებენ თავიანთ კვოტებს და დაემუქრა, რომ ბარელის ფასი შესაძლოა 50 დოლარამდე დაეცეს.

რუსეთისთვის ეს ყველაზე ცუდი სცენარია, - აღნიშნავს ლუკ კუპერი, ლონდონის ეკონომიკის სკოლის მკვლევარი: „ნავთობის ფასების დაცემა 2014-16 წლების დონემდე მნიშვნელოვნად გაურთულებს პუტინს „მისი სამხედრო მანქანის დაფინანსებას“.

საუდის არაბეთი, რუსეთისგან განსხვავებით, უფრო ადვილად გადაიტანს ნავთობის გაიაფებას-, განმარტავს კუპერი: არაბეთის უდაბნოში საბადოები ბევრად უფრო ახლოს არის ზედაპირთან, ვიდრე ციმბირის საბადოები. გარდა ამისა, ერ-რიადს შეუძლია, მარტივად და სწრაფად გაზარდოს წარმოება და აანაზღაუროს ფასების დანაკარგები მოცულობებით.

ბინ სალმანმა ნათლად უჩვენა პუტინს, თუ როგორ ხდება ეს - 2020 წელს, როდესაც რუსეთმა, პანდემიისას გადაწყვიტა, გასულიყო OPEC+-ის შეთანხმებიდან. საუდის არაბეთმა გაზარდა წარმოება 12 მილიონ ბარელამდე დღეში, გამოაცხადა რეკორდული ფასდაკლებები 30 წლის განმავლობაში და დაწია ნავთობის ფასები 1990-იან წლების დონემდე (10 დოლარზე ნაკლები Brent-ის ბარელზე). რამდენიმე თვის შემდეგ კრემლი იძულებული გახდა, დანებებოდა, შეთანხმებას დაუბრუნდა და ახალ პირობებში ყველაზე მეტად შეემცირებინა წარმოება.

„საუდის არაბეთის ნავთობისგან განსხვავებით, რუსული ნავთობის წარმოება იაფი არ არის. ამიტომ, (რუსეთი) ცუდად არის მომზადებული დაბალი ფასების პირობებისთვის“, - აღნიშნავს კუპერი. „ეს ხსნის რუსეთის სამხედრო ესკალაციის ლოგიკას, რომელიც მოითხოვს სწრაფ წარმატებებს ბრძოლის ველზე, სანამ ნავთობის ფასი დაეცემა“.

ამჟამად საუდის არაბეთი დღეში 8,9 მილიონ ბარელს აწარმოებს - და ეს არის მინიმალური წარმოება 2011 წლიდან. დეკემბრიდან სამეფო ყოველთვიურად დაიწყებს ბაზარზე 83 ათასი ბარელის დამატებას, ხოლო 2025 წლის დეკემბრის ბოლოს მიწოდებას დღეში 1 მილიონი ბარელით გაზრდის. FT-ის წყაროების თანახმად, წარმოების ზრდა შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს, თუ OPEC+-ის ქვეყნები არ დაიცავენ კვოტებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S