
საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა
14/10/2024 18:16:02 საზოგადოება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთთან მატჩი 0:1 ანგარიშით დათმო.
„ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს, ისევე როგორც 6 - 6 ქულა აქვთ ჩეხეთს და ალბანეთს. ჯგუფში სამი ქულით რჩება უკრაინა, რომელიც დღეს ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებს მოგვიანებით დაუპირისპირდება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "ერთა ლიგაზე" მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს უკრაინასთან ჩაატარებს.