Accentnews.ge
პარიზი ფრანგი პოლიტოლოგის გათავისუფლებას მოითხოვს, რომელიც რუსეთში "უცხოეთის აგენტის" კანონით გაასამართლეს

პარიზი ფრანგი პოლიტოლოგის გათავისუფლებას მოითხოვს, რომელიც რუსეთში "უცხოეთის აგენტის" კანონით გაასამართლეს

14/10/2024 18:56:09 მსოფლიო

საფრანგეთმა დაგმო რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ფრანგი პოლიტოლოგის ლორან ვინატიეს „უცხოეთის აგენტის“ ბრალდებით გასამართლების თაობაზე და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსკოვის ოლქის სასამართლომ ფრანგ პოლიტოლოგ ლორან ვინატიეს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ვინატიეს სამხედრო საქმიანობის შესახებ ნებართვის გარეშე ინფორმაციის მოგროვება ედება ბრალად. ბრალდება რუსეთს უცხოეთის აგენტების კანონის ერთ-ერთი ქვეპუნქტია.

გამოძიების ვერსიით 2021 წლის აპრილში და 2022 წლის აგვისტოში ვინატიე რუსეთის 3 მოქალაქეს შეხვდა, რომელთაგან "მობილიზაციისა და სამხედრო მომზადების" შესახებ ინფორმაცია შეიტყო, ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა შესაბამისი ორგანოები. ვინატიემ ბრალი აღიარა და სასამართლოს სიტყვით მიმართა:

"არ მომერიდება იმის თქმა, რომ რუსეთი შემიყვარდა. ამას ჩემი პირადი ცხოვრებაც ადასტურებს, ჩემი ცოლი რუსია, ჩემი მეგობრებიც რუსები არიან. ერთადერთი რასაც გთხოვთ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა".

ფრანგი პოლიტოლოგი რუსეთისა და ცენტრალური აზიის ექსპერტია. 2014 წლიდან მუშაობს ჟენევის ჰუმანიტარული დიალოგის ცენტრში . ვინატიე მიმდინარე წლის 7 ივნისს დაააკავეს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში ვინატიეს სასჯელს უწოდებს "უკიდურესად მკაცრ" და აღნიშნავს, რომ რუსეთის კანონმდებლობა "უცხოეთის აგენტების შესახებ" ხელს უწყობს "რუსეთში ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ რღვევას".

"საფრანგეთი ითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ლორან ვინატიეს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გააუქმოს "უცხოეთის აგენტების" კანონები. საფრანგეთის ხელისუფლება რჩება მზად, დაეხმაროს მას", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S