Accentnews.ge
პრაღა ღამის ბარის ტურებს კრძალავს

პრაღა ღამის ბარის ტურებს კრძალავს

14/10/2024 19:22:51 მსოფლიო

პრაღის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორშაბათს, 14 ოქტომბერს აკრძალა ე.წ. ბარ-ტურები (pub crawl) - - ღამის განმავლობაში რამდენიმე ბარის მონახულება, რომელსაც ხშირად ტურისტული კომპანიები აწყობენ. იტყობინება ČTK.

გადაწყვეტილების თანახმად, ჩეხეთის დედაქალაქში 22:00 საათიდან 6:00 საათამდე ბარ-ტურები აიკრძალება. აკრძალვა არ გავრცელდება ჩვეულებრივ ტურისტულ ჯგუფებზე.

აკრძალვის მიზეზად დასახელდა „ალკოჰოლის არაგონივრული მოხმარება და დესტრუქციული ქცევა, რომელიც დაკავშირებულია ბარის ტურებთან“.

კანონმდებლების თქმით, ამან შეიძლება „შექმნას საზოგადოებაში კულტურის ნაკლებობის შთაბეჭდილება, შეამციროს უსაფრთხოების განცდა“ და ასევე „ნეგატიურად იმოქმედოს“ ტურისტების, ინვესტორებისა და მაცხოვრებლების მიერ პრაღის აღქმაზე.

პრაღის სააგენტომ Pub Crawl-მა, რომელიც ცნობილია ღამის ბარის ტურების ორგანიზებით, გააკრიტიკა ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილება და აკრძალვას პოპულიზმი უწოდა. მათ აღნიშნეს, რომ გიდები ტურისტებს წესრიგის შესახებ აფრთხილებენ და თავად ტურები გრძელდება არაუგვიანეს 00:30 საათისა.

პრაღას დიდი ხანია, ე.წ. ალკოჰოლის ტურიზმთან აქვს შეხება. ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს პრაღის სასტუმროებსა და პანსიონატებში 7,4 მილიონი ტურისტი დარჩა - მეოთხედით მეტი, ვიდრე წინა წელს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ესპანეთის ბალეარის კუნძულების ხელისუფლებამ გააფართოვა ქუჩებში ალკოჰოლის მოხმარებაზე შეზღუდვები - ცდილობდა, ებრძოლა სასმელის ჭარბად მოხმარებასთან ტურისტულ ადგილებში.

პოლონურმა კრაკოვმა ღამით ბენზინგასამართ სადგურებსა და მაღაზიებში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S