სილვინიო: ალბანეთის ჰიმნის დროს ქართველების ტაში ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო

15-10-2024 00:58:34 საზოგადოება ,ციტატა

"რის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას? ადრეც ვთქვი, რომ ჩვენ დაბალანსებულ ჯგუფში ვართ, სადაც ყველას შეუძლია მოგება. საქართველოს ნაკრები აქამდე ხუთმცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, დღეს კი სქემა შეცვალეს. მაგრამ მიმაჩნია, რომ შეხვედრის ბედი არა ტაქტიკის შეცვლამ, არამედ მომენტის გამოყენებამ გადაწყვიტა. შანსები საქართველოსაც ჰქონდა. [...]

რაც შეეხება ჰიმნის დროს ქართველი გულშემატკივრების ტაშს, ეს ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო და მადლობას ვუხდით მათ", - თქვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები