Accentnews.ge
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 12 ჩამოვაგდეთ

უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 12 ჩამოვაგდეთ

15/10/2024 06:29:34 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 12 ჩამოაგდეს, 4 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, ერთი კი კვლავ ჰაერშია.

თავდაცვის სისტემა მუშაობდა მიკოლაევის, კიევის, ოდესის, პოლტავას, ჩერნიჰივის, კიროვოგრადისა და ჩერკასის რაიონებში.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S