
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა ნიკოლაევს რაკეტებით ანექსირებული ყირიმიდან შეუტია, არის მსხვერპლი
15/10/2024 06:33:12 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევს ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს.
მისი ცნობით, მეტრმა ეს-300/400 ტიპის შვიდი საზენიტო მართვადი რაკეტა გამოიყენა.
ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი და 16 პირი დაიჭრა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი, სახლები, რესტორანი და სავაჭრო პავილიონები.