Accentnews.ge
მედია: ნეთანიაჰუმ აშშ-ს აცნობა, რომ ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმას გეგმავს

მედია: ნეთანიაჰუმ აშშ-ს აცნობა, რომ ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმას გეგმავს

15/10/2024 07:02:42 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს აცნობა, რომ ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმას გეგმავს, მაგრამ სამიზნე ნავთობის ან ბირთვული ობიექტები არ იქნება, – იუწყება The Washington Post .

როგორც გამოცემა წერს, "ეს გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მიერ 1 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ნეთანიაჰუ უფრო შეზღუდულ კონტრშეტევას განიხილავს".

"გამოცემის ერთ–ერთი წყაროს თქმით, "გადაწყვეტილების მიზეზია თავიდან იქნას აცილებული აშშ-ის არჩევნებში პოლიტიკური ჩარევის აღქმა". ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ნეთანიაჰუს ესმის, რომ ისრაელის თავდასხმის ფარგლებს აქვს პოტენციალი, აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინოს", – იტყობინება გამოცემა.

მოგვიანებით, ნეთანიაჰუს ოფისში გამოეხმაურნენ The Washington Post–ის სტატიას და შემდეგი აღნიშნეს:

„ჩვენ ვუსმენთ შეერთებული შტატების მოსაზრებებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S