Accentnews.ge
სიქჰების ლიდერის მკვლელობამ კანადა და ინდოეთი დიპლომატების გაძევებამდე მიიყვანა

სიქჰების ლიდერის მკვლელობამ კანადა და ინდოეთი დიპლომატების გაძევებამდე მიიყვანა

15/10/2024 07:46:01 მსოფლიო

ინდოეთმა და კანადამ ორმხრივად შეამცირეს დიპლომატიური ურთიერთობის დონე. ჯასტინ ტრუდოს მთავრობამ დაადანაშაულა ინდოელი აგენტები კანადის ტერიტორიაზე "მკვლელობებში, გამოძალვაში და ძალადობაში". მანამდე ინდოეთმა დაადანაშაულა ტრუდო კანადის დიდი სიქჰების თემის მხარდაჭერაში მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის,- ამის შესახებ BBC ორშაბათს იტყობინება.

დაპირისპირებამ გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება, ინდოეთმა სთხოვა კანადას ათობით დიპლომატიური პერსონალის გაწვევა და ვიზების გაცემის შეჩერება.

კანადის პოლიციამ განაცხადა, რომ კრიმინალური აქტივობის ობიექტები იყვნენ "ხალისტანის" მოძრაობის მხარდამჭერები, რომლებიც იბრძვიან ინდოეთში სიქჰებისთვის ცალკე სახელმწიფო ერთეულის შესაქმნელად.

კანადის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საუბარია დაახლოებით ათ აგენტზე, მაგრამ არ დაადასტურეს, მონაწილეობდნენ თუ არა ისინი უშუალოდ 2023 წლის ივნისში კანადაში სიქჰების ლიდერის ჰარდიპ სინგ ნიჯარის მკვლელობაში. ინდოეთის მთავრობა უარყოფს კანადის ხელისუფლების ბრალდებებს და მათ "აბსურდულს" უწოდებს.

ნიუ დელისა და ოტავას შორის ურთიერთობა გაცივდა და დაიძაბა ტრუდოს მტკიცების შემდეგ, რომ დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ინდოელ აგენტებს აკავშირებდა ნიჯარის მკვლელობასთან.

ორშაბათს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადის ბრალდებები მომდინარეობს სიქჰების აგენტების მუშაობიდან. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა კანადა დელისგან საპასუხო მოქმედებების შესახებ.

იმავე დღეს, მოგვიანებით, გამოცხადდა, რომ ექვს კანადელ დიპლომატს, მათ შორის უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებელს სტიუარტ როს უილერს, დაევალა ინდოეთის დატოვება 19 ოქტომბრამდე. უილერი ასევე დაიბარა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის ქმედებების ასახსნელად.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაბარების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ვილერმა თქვა, რომ კანადამ მიაწოდა ინდოეთს საჭირო მტკიცებულებები. მან ახლა ეს ბრალდებები უნდა გამოიძიოს, - თქვა კანადელმა დიპლომატმა.

”ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესებშია, გავერკვეთ მომხდარში”, - თქვა უილერმა.

ინდოეთის ხელისუფლებამ დაიცვა მათი უმაღლესი კომისარი სანჯაი კუმარ ვერმა და მოიხსენია მისი "გამორჩეული 36-წლიანი კარიერა". „კანადის მთავრობის მიერ მის მიმართ წაყენებული ცილისწამება სასაცილოა“, - თქვა ინდურმა მხარემ.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ იწვევს მისიის ხელმძღვანელს და სხვა დიპლომატებს კანადიდან.

„ჩვენ არ ვენდობით კანადის ამჟამინდელი მთავრობის ვალდებულებას მათი უსაფრთხოების მიმართ. ამიტომ, ინდოეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოიწვიოს უმაღლესი კომისარი და სხვა დიპლომატები და ოფიციალური პირები, რომლებიც სანქციების სამიზნეა".

კანადის პოლიციამ ორშაბათს განაცხადა, რომ გადადგა უჩვეულო ნაბიჯი და გაავრცელა ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო".

კანადის პოლიციის კომისარმა მაიკ დიუჰემ ჟურნალისტებს განუცხადა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ოფიცრებს შეექმნათ "ათზე მეტი სანდო და გარდაუვალი საფრთხე სიცოცხლისთვის", რომლებიც, მისი თქმით, "განსაკუთრებით" მიმართული იყო "ხალისტანის" მოძრაობის წევრებისდადმი. მან დასძინა, რომ საფრთხეები საკმარისად სერიოზული იყო იმისთვის, რომ კანადის ცხენოსანი პოლიციის საჯარო ჩარევა გამხდარიყო საჭირო.

ჰარდიპ სინგ ნიჯარი მოკლა ორმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა სიქების ტაძართან. ის იყო "ხალისტანის" მოძრაობის მგზნებარე მხარდამჭერი, რომელიც ითხოვს ცალკე სიქჰების სახელმწიფოს შექმნას და საჯაროდ ემხრობოდა მას.

ინდოეთი წარსულში მას უწოდებდა ტერორისტს, რომელიც ხელმძღვანელობდა მებრძოლ სეპარატისტულ დაჯგუფებას - ამ ბრალდებებს მისი მხარდამჭერები უსაფუძვლოს უწოდებდნენ.

კანადის პოლიციამ მის მკვლელობას "მიზანმიმართული თავდასხმა" უწოდა.

2023 წლის სექტემბერში ტრუდომ კანადის პარლამენტს განუცხადა, რომ მკვლელობაში ინდოეთის მონაწილეობის შესახებ ბრალდებები ეფუძნებოდა კანადურ დაზვერვას. მან ამ აქტს კანადის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა.

ინდოეთმა კატეგორიულად უარყო ყველა ბრალდება და თქვა, რომ კანადას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მისი პრეტენზიების დასადასტურებლად.

როგორც ჩანს, ორ ქვეყანას შორის გაყინული ურთიერთობები ოდნავ დათბა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა განაახლა ვიზების გაცემის პროცესი 2023 წლის ოქტომბერში, აღნიშნა BBC-მ. მაგრამ გასულ კვირას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ინდოეთთან ურთიერთობას "დაძაბული" და "ძალიან რთული" უწოდა. მან ასევე თქვა, რომ კანადაში ნიჯარის მსგავსი მკვლელობების საფრთხე რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S