Accentnews.ge
"დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო"

"დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო"

06/02/2020 09:01:44 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საარჩევნო კანონპროექტთან დაკავშირებით OSCE/ODIHR–ის დასკვნა "მიმანიშნებელია იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა“.

„უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს. იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წუთში ცვლიან. პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ კარგი იურისტები არიან და ტექსტს კითხულობენ, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან ერთი წინადადება – სად წერია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. ხომ მარტივი წინადადებაა? – ეს წინადადება გვითხრან. ამაში ჩანს მათი უნიათობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის: OSCE/ODIHR–ის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შემუშავებული საქართველოს კონსტიტუციასთან ადაპტირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S