ISFED: ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია

15-10-2024 13:53:05 ციტატა

"მმართველი პარტიის აქტივისტები არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი (მაგალითად: ზუგდიდი, ადიგენი, ქარელი, გორი, ბორჯომი, ხაშური, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო და თელავი). საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა და ვერავინ გაიგებს, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა. ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და საარჩევნო ბიულეტენი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ამომრჩევლის ბიულეტენთან დაკავშირება. შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია", – აცხადებენ „სამართლიან არჩევნებში (ISFED).

ამავე თემაზე: ISFED: საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები