რუსეთი საქართველოსა და აზერბაიჯანს ელექტროენერგიის მიწოდებას სთხოვს

15-10-2024 22:16:13 პოლიტიკა ,ეკონომიკა

ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის რუსულმა მონოპოლისტმა ოპერატორმა - კომპანია ინტერრაომ საქართველოსა და აზერბაიჯანს მიმართა თხოვნით, ავარიული რეჟიმების შემთხვევაში რუსეთში ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლებლობა განიხილონ, - იუწყება რუსული სააგენტო "ინტერფაქსი" კომპანიის მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრა პანინას განცხადებაზე დაყრდნობით.

"ორ ქვეყანას მივმართეთ - აზერბაიჯანსა და საქართველოს. ვთხოვეთ, მოწოდებების შესაძლებლობა განიხილონ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია" - განაცხადა პანინამ, რომლის ინფორმაციით, საუბარია, კერძოდ, 300 მეგავატი ელექტროენერგიის მიწოდებებზე.

ცნობისთვის: ელექტროენერგიის დეფიციტი რუსეთში წლავანდელი ზაფხულის ანომალიური სიცხისა და როსტოვისა და ბურიატიის უმსხვილეს ჰესებზე მომხდარი მასშტაბური ავარიების ფონზე წარმოიშვა. ამის გამო მთავრობას მოუწია, შეზღუდვები დაეწესებინა პრიმორსკის, ბურიატიისა და ზაბაიკალიეს ოლქების ენერგომომარაგებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები