Accentnews.ge
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აქტივისტებსა და ოპოზიციონერებს "თავების დატეხვით" ემუქრება

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აქტივისტებსა და ოპოზიციონერებს "თავების დატეხვით" ემუქრება

06/02/2020 09:50:17 საშინაო პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს "თავების დატეხვით" ემუქრება.

„დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი... დედის საფლავს გეფიცებით, ,,სირცხვილის დერეფანი" არც გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ, თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს. არ ვცხოვრობ ისე, რომ ეგ მაკადროთ! მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ“, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

დღეს ბათუმში სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს.

მერაბ ბლადაძე უმაღლეს საბჭოში 2019 წელს „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, თუმცა მოგვიანებით პარტია დატოვა და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S