
ისრაელმა ახალი იერიში მიიტანა "ჰეზბოლაზე"
15/10/2024 16:46:33 მსოფლიო
ისრაელის ჯარებმა ახალი იერიში მიიტანეს 15 ოქტომბერს ლიბანის აღმოსავლეთში, "ჰეზბოლას" წინააღმდეგ.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა დარტყმა განახორციელა ლიბანის ბეკაას ველზე, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოვიდა საავადმყოფო ქალაქ ბაალბეკში.
მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქმა, რომ "დაუნდობელ პასუხს" გასცემს "ჰეზბოლას" დრონით თავდასხმას, რასაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
„ისრაელი თავდასხმებს მოაწყობს ყველგან ლიბანში, ბეირუთის ჩათვლით",- თქვა ნეთანიაჰუმ.
"ჰეზბოლას" მეთაურის მოადგილემ ბაიმ ყასიმმა განაცხადა 15 ოქტომბერს, რომ დაჯგუფებას შეუძლია მიაყენოს ისრაელს ტკივილი, მაგრამ ამავე დროს გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით. "გამოსავალი ცეცხლის შეწყვეტაშია. ჩვენ არ ვლაპარაკობთ სისუსტის პოზიციიდან, თუ ისრაელელებს ეს არ სურთ, ჩვენ გავაგრძელებთ" - თქვა მან.