სანქციების გამო Iran Air-მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა

15-10-2024 22:49:25 მსოფლიო

ირანის უმსხვილესმა ავიაკომპანია Iran Air -მა ევროპაში ფრენა შეწყვიტა. მიზეზი გახდა ირანისთვის ახალი სანქციების დაწესება რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო. ამ ბრალდებას ირანი უარყოფს.

Euronews-ის ცნობით, Iran Air-მა ფრენების შეწყვეტის შესახებ თავის მგზავრებს სანქციების გამოცხადების შემდეგ აცნობა. ფრენები Iran Air-ისთვის ოფიციალურად არ აუკრძალავთ, თუმცა მას გაუყინეს ანგარიშები და აქტივები.

Iran Air მათ შორის, დაფრინავდა ვენაში, ჰამბურგში, ლონდონში, პარიზში, რომში, ფრანკფურტში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის ელჩი და პროტესტი გამოუცხადა შეზღუდვების გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები