
აფხაზეთში სიგარეტის მკვეთრ გაძვირებას ელიან
06/02/2020 10:34:59 კონფლიქტები, ეკონომიკა
აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში თამბაქოს ნაწარმი ერთბაშად 2 რუბლითა და 40 კაპიკით გაძვირდება. აქციზის ზრდის გადაწყვეტილება დე ფაქო პარლამენტმა მიიღო.
დოკუმენტის თანახმად, თამბაქოს ყველა ნაწარმი გათანაბრდება და მათზე 0,25 რუბლის ოდენობის აქციზი დაწესდება.
როგორც დე ფაქტო პარლამენტში განმატავენ, გადაწყვეტილება მოწოდებულია, საქონლის რესორტირებისა და დამალვის აღმოფხვრას შეუწყოს ხელი.