
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 136 დრონიდან 51 ჩამოვაგდეთ
16/10/2024 05:51:09 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 136 დრონიდან 51 ჩამოაგდეს, 60 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, 20-ზე მეტი კი კვლავ ჰაერშია, 2 რუსეთის მიმართულებით დაბრუნდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას S-300/400 საზენიტო მართვადი და Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია.
თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმში, ჩერკასში, კიროვოგრადში, ტერნოპილში, ხერსონში, ხარკოვში, ჟიტომირში, დონეცკში, დნეპროპეტროვსკში, მიკოლაევში, კიევში, პოლტავაში და ჩერნივში.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.