
რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა
16/10/2024 06:03:56 მსოფლიო
წუხელ რუსეთმა კიევზე დრონებით შეტევა კვლავ განახორციელა.
ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობას ბომბსაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დრონები ქალაქის გარეუბან ტროშჩინისკენ მიემართებოდნენ.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა სერჰი პოპკომა განაცხადა, რომ იერიშის მოგერიებაში მონაწილეობს ქალაქის საჰაერო თავდაცვა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
15 ოქტომბერს უკრაინის გენშტაბი იტყობინებოდა, რომ დღის განმავალობაში ფრონტზე 164 საომარი შეტაკება მოხდა. ბრძოლების უმეტესობა გაიმართა პოკროვსკისა და ხარკოვის მიდამოებში.