
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
16/10/2024 09:18:28 მსოფლიო
თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით10:46 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო.
ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიწისძვრის ბიძგები ჰასაქის, დეირ-ელ-ზორისა და ალეპოს პროვინციებშიც იგრძნობოდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.