Accentnews.ge
კორონავირუსზე ეჭვით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი რჩება

კორონავირუსზე ეჭვით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი რჩება

06/02/2020 12:05:21 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ეჭვით კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება, რომლის ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ყველა სხვა პაციენტი, რომელიც კორონავირუსის შესაძლო აღმოჩენის გამო ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, უკვე ბინაზეა გაწერილი.

„კლინიკაში არის ერთადერთი პაციენტი - ახალგაზრდა ქალი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს. იგი შანხაიში იმყოფებოდა, აქვს დაბალი ტემპერატურა - 37.1 . არის ცნობები მსოფლიოში, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ დაბალი ტემპერატურით მიდის, ამიტომ ჩვენთან გაძლიერებული ყურადღებაა. მას აღენიშნება ხველა და დაბალი სიცხე, არ აქვს პნევმონია. ხვალ დილით აუღებენ ნაცხს კორონავირუსზე და ხვალვე, შუადღისას იქნება პასუხი. დღეისთვის ტესტირება შესაძლებელია მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაში და ძალიან კარგია, რომ ამ 10 ქვეყანას შორის ჩვენიც არის, რაც ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 563-ს მიაღწია, ინფიცირებულია 28 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 27 სხვა ქვეყანაში ვირუსის 200-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S