
ყაზახეთი: უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შევკავებთ
16/10/2024 12:38:08 მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის პრეს–მდივანი ბერიკ უალი აცხადებს, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს.
„ყაზახეთი უახლოეს მომავალში BRICS-ში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანისგან თავს შეიკავებს, მათ შორის, გაწევრიანების საკითხის განხილვის ხანგრძლივი პროცესისა და სხვა რიგი საკითხების გამო, რომლებიც ამ ასოციაციის განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს.
ცნობისთვის: BRICS არის მსოფლიოს ხუთი, სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაერთიანება, რომელიც საკუთარ თავს "დიდი შვიდეულის" ალტერნატივად განიხილავს და ცდილობს, შეცვალოს, მისი ხედვით, "შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დომინირებული საერთაშორისო წესრიგი".
BRICS–ის ქვეყნები არიან:
B - ბრაზილია
R - რუსეთი
I - ინდოეთი
C - ჩინეთი
S - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.