
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
16/10/2024 13:11:58 ეკონომიკა
16 ოქტომბრის ვაჭრობის და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული $64,9-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
დოლარის ცვლილებამ 1.31 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.75 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9567 ლარი გახდა.
ეს ბოლო 10 დღეში მეორე ინტერვენციაა კურსის შესანარჩუნებლად. ეროვნულმა ბანკმა $48,5 მილიონი 8 ოქტომბერსაც გაყიდა.