Accentnews.ge
Reuters: NATO-ს სურს, საბრძოლო ჭურვების სტანდარტიზაცია მოახდინოს

Reuters: NATO-ს სურს, საბრძოლო ჭურვების სტანდარტიზაცია მოახდინოს

16/10/2024 16:41:13 მსოფლიო

NATO ახალ ზომებს განახორციელებს საბრძოლო მასალის საერთო სტანდარტების დანერგვის მიზნით, რათა შეამციროს ხარჯები და გააადვილოს მათი გამოყენება ბრძოლის ველზე, – იტყობინება Reuters ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

"ალიანსის თავდაცვის მინისტრები NATO–ს ახალ გენერალურ მდივანს მარკ რუტეს სავარაუდოდ, დაავალებენ სტანდარტიზაციის პროცესის მოდერნიზების გეგმის შემუშავებას", – განაცხადა წყარომ.

სტანდარტიზაციის საფუძველია STANAG (სტანდარტიზაციის შეთანხმება), რომელიც უზრუნველყოფს საბრძოლო მასალისა და საარტილერიო სისტემების თავსებადობას NATO–ს წევრ ქვეყნებს შორის. თუმცა 1960-იანი წლებიდან, როდესაც მიღებულ იქნა საარტილერიო საბრძოლო მასალის სტანდარტები, NATO–ს წევრმა 14-მა ქვეყანამ შეინარჩუნა მათგან გადახვევის უფლება. ამან გამოიწვია ბაზრის ფრაგმენტაცია და მიწოდების ჯაჭვების სირთულე. სადღეისოდ სხვადასხვა მწარმოებლის ერთი და იმავე კალიბრის ჭურვების სიზუსტეში 40-60 მეტრი სხვაობაა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის დასავლელი მოკავშირეები აქტიურად ზრდიან მისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S