
NATO–ს გენმდივანი : რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ
16/10/2024 17:40:02 მსოფლიო
NATO–ს გენმდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ მან NATO–ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"გვსურს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ. მჯერა, რომ ერთ დღეს უკრაინა NATO-ს წევრი იქნება და ტაშს დავუკრავ, როდესაც ეს დღე დადგება. ასევე სრულიად ნათელია, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს. მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია, ამ საკითხმა როგორ წაიწიოს წინ. [...] მე დღეს არ შემიძლია, ზუსტად ვისაუბრო, როგორი იქნება ეს გზა, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში უკრაინა შემოგვიერთდება", - განაცხადა რუტემ.