Accentnews.ge
თეთრი სახლი: ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

თეთრი სახლი: ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

16/10/2024 18:01:36 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაიდენი ახალი დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას აცნობებს.

ამასთან, მან აღნიშნა ლიდერების დონეზე „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა, რომელიც ბაიდენის გერმანიაში ვიზიტის გაუქმების გამო გადაიდო, ნოემბერში იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენმა გერმანიაში ვიზიტი აშშ–ში სტიქიის გამო გადადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S