
ავსტრალია უკრაინას 49 ტანკს გადასცემს
16/10/2024 18:24:56 მსოფლიო
ავსტრალია უკრაინას გადასცემს Abrams-ის ძველი, M1A1 მოდელის 49 ტანკს, – იუწყება ავსტრალიის რადიომაუწყებლობის კორპორაცია ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის მინისტრ პეტ კონროიზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, რამდენიმე კვირის წინ ავსტრალიამ მიიღო ამ ტანკების ახალი, M1A2 მოდელის პირველი პარტია.
იმ ტანკების საერთო ღირებულება, რომლებსაც უკრაინას გადასცემენ, 245 მლნ ავსტრალიური დოლარია (163,5 მლნ აშშ დოლარი).