Accentnews.ge
რას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 425 მლნ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი

რას მოიცავს აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 425 მლნ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი

16/10/2024 18:47:33 მსოფლიო

აშშ–მა უკრაინას 425 მლნ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.

როგორც თეთრი სახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

"სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობებს, “ჰაერი-მიწა” ტიპის საბრძოლო მასალას, ჯავშანმანქანებს და კრიტიკულად მნიშვნელოვან საბრძოლო მასალას. უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის, მათ შორის თავდაცვის ათობით ტაქტიკურ სისტემას, საარტილერიო სისტემებს, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას, ასობით ჯავშანტრანსპორტიორს და ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანას და ათასობით ჯავშანმანქანას, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვას", – აცხადებენ თეთრ სახლში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S