
რუსეთის მიერ თავდასხმების გახშირების გამო უკრაინა ქვეყნის პორტებში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ითხოვს
17/10/2024 04:10:09 მსოფლიო
რუსეთის მიერ თავდასხმების გახშირების გამო უკრაინა ქვეყნის პორტებში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ითხოვს.
შესაბამისი თხოვნით უკრაინამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) მიმართა.
"რუსეთის ჯარები ბოლო კვირებში აძლიერებენ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. 6 ოქტომბრის შემდეგ დაზიანდა ოთხი სამოქალაქო გემი", – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ.
მისი თქმით, რუსეთის დარტყმების სამიზნეებია პორტის ინფრასტრუქტურა, მარცვლეულის საცავები და სამოქალაქო გემები, რაც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. 2022 წელს რუსეთის შეჭრამდე ის თვეში დაახლოებით 6 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებდა შავი ზღვის გავლით. დღეს უკრაინის სურსათის ექსპორტის დაახლოებით 85% შავი ზღვის პორტებიდან იგზავნება.