Accentnews.ge
7 ოქტომბრის შემდეგ პირველად, აშშ–მა იემენში ჰუსიტების პოზიციებზე დარტყმებისთვის სტრატეგიული ბომბდამშენები გამოიყენა

7 ოქტომბრის შემდეგ პირველად, აშშ–მა იემენში ჰუსიტების პოზიციებზე დარტყმებისთვის სტრატეგიული ბომბდამშენები გამოიყენა

17/10/2024 05:05:32 მსოფლიო

7 ოქტომბრის შემდეგ პირველად, აშშ–მა იემენში ჰუსიტების პოზიციებზე დარტყმებისთვის B-2 Spirit-ის ტიპის ბომბდამშენები გამოიყენა.

როგორც პენტაგონში აღნიშნავენ, სამიზნე 5 მიწისქვეშა იარაღის საწყობი იყო.

B-2 Spirit სტრატეგიული ბომბდამშენია, რომელსაც უფრო მძიმე წონის ბობების გადატანა შეუძლია, ვიდრე მოიერიშე თვითმფრინავებს.

სტრატეგიული ბომბდამშენის ღირებულება 2 მილიარდია და აშშ–ის არმიას სულ 19 ასეთი ბომბდამშენი ჰყავს.

ცნობისთვის: იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ. პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ ათეულობით შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი "ჰამასის" წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია. თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S