
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 56 დრონიდან 22 ჩამოვაგდეთ
17/10/2024 05:28:42 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 56 დრონიდან 22 ჩამოაგდეს, 27 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, 2 რუსეთის მიმართულებით დაბრუნდა. ასევე, რუსეთმა უკრაინას Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით და უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდაცვის ძალების აქტიური კონტრღონისძიების შედეგად დაიკარგა უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატიც.
თავდაცვის სისტემა მუშაობდა სუმის, კიევის, პოლტავას, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, მიკოლაევის, ჩერკასის, ოდესისა და ტერნოპოლის რაიონებში. საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.