
One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი გარდაიცვალა
17/10/2024 06:25:17 მსოფლიო
ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით, ის ბუენოს-აირესში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიამ პეინი ქალაქში ნაილ ჰორანის კონცერტისთვის იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
არგენტინის პოლიციამ დაადასტურა, რომ ლიამ პეინი გარდაცვლილი იპოვეს ბუენოს-აირესში, სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ.
პეინმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა 2010 წელს, როდესაც ის იყო The X Factor-ზე ჩამოყალიბებული ბენდის წევრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პოპ ჯგუფად იქცა.