
ანტალიის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ჩვილის თავიდან მოშორებას ცდილობდა უნიტაზში ჩარეცხვის გზით
17/10/2024 06:59:38 მსოფლიო
თურქეთში რუსეთის 18 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ახალშობილის თავიდან მოშორებას ცდილობდა.
როგორც თურქული მედია წერს, ახალგაზრდა ქალი ჩვილის ანტალიის აეროპორტის საპირფარეშოში, უნიტაზში ჩარეცხვას ცდილობდა.
ბავშვის დედასთან ერთად, დაკავებულია ბებიაც. პოლიცია მიიჩნევს, რომ ქალი საკუთარ შვილს ბავშვის მოშორებისკენ აქეზებდა.
ჩვილი აეროპორტის დამლაგებელმა გადაარჩინა. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.