
კორძაია: წნორის მოხუცებულთა თავშესაფარში 31 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს
17/10/2024 08:14:02 პოლიტიკა, სამართალი
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრ თამარ კორძაიას ინფორმაციით, წნორში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანდაზმულებსა და დაწესებულების თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს.
"წნორში, მოხუცებულთა თავშესაფარში 31 ადამიანს პირადობის მოწმობა გამოართვეს და "ქართული ოცნების" ოფისში წაიღეს",- ამბობს კორძაია და განაგრძობს, "22 პირადობის მოწმობა ხანდაზმულის იყო, 9 - კი თავშესაფრის თანამშრომლის".
"ჩვენ თითოეული მათგანის, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენების სახელები და გვარები ვიცით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მივმართავთ, რომ ამ საკითხის გამოძიება დაუყონებლივ დაიწყოს". - დასძინა კორძაიამ.
ბრალდებაზე საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.