Accentnews.ge
„აგენტების კანონი“ სტრასბურგში საჩივრდება

„აგენტების კანონი“ სტრასბურგში საჩივრდება

17/10/2024 08:21:14 საზოგადოება

საზოგადოების ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და კერძო პირები „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.

ევროსასამართლოში სარჩელი 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით შევა.

როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მოსარჩელეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე იდავებენ.

„რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. მომჩივანი ორგანიზაციები ისეთ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, შშმ პირთა დახმარება, ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, სასამართლოს რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ა. შ“, - ითქვა პრესკონფერენციაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S