
ულტრამემარჯვენეების ლიდერი ევროპარლამენტში: „ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინის მხარეს, არ უნდა დავუშვათ რუსეთთან ესკალაცია"
17/10/2024 12:50:17 მსოფლიო
ევროპარლამენტის ალიანსის, „პატრიოტები ევროპისთვის“, წარმომადგენელმა და საფრანგეთის მემარჯვენე-რადიკალური პარტია „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერმა ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა ისე, რომ ამავე დროს თავიდან ავირიდოთ რუსეთთან დაძაბულობის გამწვავება.
ჩემი პოზიცია მარტივია - მხარი დავუჭირო უკრაინას. ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინის მხარეს, იმავდროულად, რუსეთთან კონფლიქტის ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ“, - განაცხადა მან ბრიუსელში „პატრიოტები ევროპისთვის“ ჯგუფის შეხვედრის წინ.
ევროპარლამენტის ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“, რომლის შექმნის ინიციატივით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოვიდა, აერთიანებს ნაციონალ-კონსერვატორებსა და ევროსკეპტიკოსებს, რომელთა ნაწილი ღიად გამოდის რუსეთთან ომში უკრაინის დახმარების წინააღმდეგ. ჯგუფის დეპუტატთა თითქმის ერთ მესამედს წარმოადგენენ „ეროვნული გაერთიანების“ წევრები.