ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა

17-10-2024 17:15:12 ეკონომიკა

17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.28 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7171 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9516 ლარი გახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები