Accentnews.ge
ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის მოქალაქე გადაჰყავთ

ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის მოქალაქე გადაჰყავთ

06/02/2020 13:18:59 საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ ერთი პაციენტი - ამჯერად ჩინეთის მოქალაქე გადაჰყავთ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მედიკოსებს დახმარების თხოვნით თავად მიმართა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 563-ს მიაღწია, ინფიცირებულია 28 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 27 სხვა ქვეყანაში ვირუსის 200-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსზე ეჭვით კლინიკაში ერთი ქალი იმყოფება, რომლის ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S