უმეროვი: უკრაინა ნორვეგიისგან F-16–ებს უახლოეს პერიოდში მიიღებს

17-10-2024 20:07:28 პოლიტიკა

უკრაინა ნორვეგიისგან F-16 ტიპის ექვს თვითმფრინავს მიიღებს უახლოეს პერიოდში მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ნორვეგიელ კოლეგა ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“უკრაინა-NATO-ს საბჭოს დროს ორმხრივი მოლაპარაკებები მქონდა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრთან. მადლობა გადავუხადე ნორვეგიის მთავრობას და ხალხს უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება და ჩვენი საჭიროებები, კერძოდ შორი მანძილის იარაღის საკითხი. გარდა ამისა ყურადღება გავამახვილეთ საავიაციო საკითხზე. უახლოეს პერიოდში უკრაინას F-16–ის ტიპის ექვს თვითმფრინავს გადასცემს”, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 7 ოქტომბერს უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები