საქსტატი: 2023 წლის მონაცემებით, ემიგრაციაში 245 064 პირი იმყოფება

17-10-2024 20:24:01 საზოგადოება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2023 წელს ოფიციალურად ემიგრაციაში იმყოფებოდა 245 064 ადამიანი.

საქსტატის ცნობით, ემიგრანტებიდან 137 311 კაცია, ხოლო 107 753 - ქალი.

ამასთან, ემიგრანტებიდან საქართველოს მოქალაქეა - 163 480 პირი, სხვა ქვეყნის მოქალაქეა - 81 417 პირი, ხოლო მოქალაქეობის გარეშეა - 167 პირი.

ემიგრაციაში მყოფთაგან ყველაზე მეტი - 39 413 პირი 10-14 წლის კატეგორიიდანაა, 28 441 პირი 15-19 წლის ასაკის კატეგორიიდან, 28 172 პირი - 5-9 წლამდე ასაკის კატეგორიიდან, ხოლო ყველაზე ცოტა, 241 ემიგრანტი 85 წელს არის გადაშორებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები