ისრაელმა "ჰამასის" ლიდერის ლიკვიდაცია დაადასტურა

17-10-2024 22:44:04 მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი იაჰია სინვარი მოკლულია.

"სინვარის ლიკვიდაციამ შესაძლოა, შესაძლებელი გახადოს ღაზას სექტორიდან მძევლების გათავისუფლება და პალესტინელების ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა", – განაცხადა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას ამ მიზნების მისაღწევად.

ისრაელის მე-12 არხის ცნობით, ისრაელის არმიამ არ იცოდა, რომ "ჰამასის" ლიდერი იმყოფებოდა შენობაში, რომელზეც დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შემდეგ შენობის დათვალიერებისას სამხედრო მოსამსახურეებმა იპოვეს მამაკაცის ცხედარი, რომელიც სინვარს ჰგავდა.

Kan Radio-ს თანამოსაუბრეებმა განმარტეს, რომ სინვარის ამოცნობა ადვილი იყო, რადგან ის ისრაელის ციხეში იყო ნაჯდომი და ხელისუფლებას მისი დნმ ჰქონდა .

"ჰამასმა" განაცხადა, რომ სინვარის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები